ძირითადი დებულებები

ტერიტორიების გამოყენება და განაშენიანება ეფუძნება ფუნქციური ზონირების პრინციპს, რომელიც
განმარტებული უნდა იქნეს ამ კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად.ძირითადი დებულებების ამოცანაა ქალაქთმშენებლობითი გეგმებისათვის სამართლებრივი
საფუძვლების შექმნა და ამ გეგმებთან ერთად მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების
დადგენა.ძირითადი დებულებები ადგენს:
ა) მოთხოვნებს სამშენებლო ტერიტორიების, ფუნქციური ზონებისა და ფუნქციური ქვეზონების
მიმართ;
ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების პარამეტრებს ფუნქციური ზონებისა და ფუნქციური ქვეზონების

შესაბამისად და მათი ანგარიშის წესებს;
გ) განაშენიანების სახეობებს, მიწის ნაკვეთზე განაშენიანებისთვის განსაზღვრული არეალების
დადგენის წესს;
დ) მიჯნის ზონების რეგულაციებს და ანგარიშის წესებს;
ე) ფუნქციურ ქვეზონებში ნებადართული გამოყენების სახეობების ჩამონათვალს;
ვ) არასამშენებლო ტერიტორიებს და ამ ტერიტორიებზე დასაშვები შენობა-ნაგებობის სახეობების
ჩამონათვალს.სააგენტოს მიერ შემუშავებულ ძირითადი დებულებების პროექტს სამინისტრო დასამტკიცებლად
წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს:

არქიტექტურული პროექტის მომზადება
მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მომზადება; მიწის ნაკვეთის გამიჯვნა / გაერთიანება;
შენობის ენერგოეფექტურობა; • ტოპოგრაფია; • გეოლოგია; • კონსტრუქცია;