ძირითადი მოთხოვნები

1. სანებართვო განაცხადი უნდა მოიცავდეს კოდექსის 106-ე მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციას.

2. სანებართვო დოკუმენტაციის გრაფიკული ნაწილი შეიძლება მოიცავდეს როგორც ნახაზებს, ისე

ილუსტრაციებს. ნახაზების მომზადება შესაძლებელია შემდეგ მასშტაბში:

ა) ძირითადი ნახაზებისათვის 1:50, 1:100 ან 1:200 მასშტაბით;

ბ) დეტალური ნახაზებისათვის 1:1, 1:2, 1:5; 1:10 ან 1:20 მასშტაბით.

3. სანებართვო დოკუმენტაციასა და მშენებლობის შეტყობინებაზე თანდართულ დოკუმენტაციაში

ყოველი ფურცელი დამოწმებული უნდა იყოს ისე, რომ იძლეოდეს მისი შემსრულებელი პირის, მათ

შორის, პასუხისმგებელი სპეციალისტის იდენტიფიცირების საშუალებას.

4. სანებართვო დოკუმენტაციასა და მშენებლობის შეტყობინებაზე თანდართულ დოკუმენტაციაში

უნდა მიეთითოს ინფორმაცია, თუ რომელი ტექნიკური რეგლამენტი ან/და სტანდარტი იქნა

გამოყენებული სანებართვო დოკუმენტაციის შედგენისას.