წინასაპროექტო კვლევის შედეგები

წინასაპროექტო კვლევის ცალკეული სახეები წარმოდგენილი უნდა იქნეს დამოუკიდებელი
დოკუმენტის სახით, რომელიც უნდა შედგებოდეს ტექსტური ან/და გრაფიკული ნაწილებისაგან.ტოპოგრაფიული კვლევის შედეგი უნდა აისახოს ტოპოგრაფიულ გეგმაში, რომელიც მზადდება


დადგენილი სტანდარტების შესაბამისად და ამ წესის მიზნებისთვის მინიმუმ უნდა მოიცავდეს:
ა) აზომილი ტერიტორიის აბსოლუტური ჰორიზონტალური (კანონმდებლობით დადგენილ
კოორდინატთა სისტემაში) და ვერტიკალური ნიშნულები (მათ შორის იზოჰიფსები);


ბ) აზომილი ტერიტორიის რელიეფის ყველა მახასიათებელი (გრუნტის ზედაპირი, ხე-ნარგავების
აღწერა და ა. შ.), ყველა შენობა-ნაგებობა (მათ შორის მიწისქვეშა, მიწისზედა და საჰაერო საინჟინრო
კომუნიკაციები) და მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები;


დ) გეგმაში გამოყენებული პირობითი აღნიშვნები.არსებული შენობა-ნაგებობის ფიზიკური მდგომარეობის კვლევის ანგარიშში უნდა აისახოს:
ა) არსებული შენობა-ნაგებობის ანაზომი;
გ) საჭიროების შემთხვევაში, საექსპერტო შეფასება მშენებლობის განხორციელების
დოკუმენტებისთვის, მზიდი კონსტრუქციების მდგრადობისა და დეფორმაციების შესახებ, არსებული
შენობა-ნაგებობის მიმდებარე გარემოზე ფიზიკური ზემოქმედების შესახებ.განაშენიანების კვლევის ანგარიშში უნდა აისახოს:
ა) საკვლევი ტერიტორიის ფოტოსურათები და სიტუაციური გეგმა, საკვლევი არეალის ჩვენებით
(საჭიროების შემთხვევაში, ორთოფოტოგეგმა);
ბ) ინფორმაცია საკვლევ არეალში გამოყენების სახეობის, განაშენიანების სახეობისა (გარდა ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე) და განაშენიანების ძირითადი პარამეტრების შესახებ;

გ) ეკოლოგიური კვლევა – ინფორმაცია გრუნტის წყლების, ნიადაგის ან/და ატმოსფერული ჰაერის
დაბინძურების შესახებ, ინფორმაცია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დამაბინძურებელი
ობიექტების შესახებ (დასაბუთებული საჭიროების შემთხვევაში).მომიჯნავე შენობა-ნაგებობაზე ზეგავლენის კვლევის ანგარიშში უნდა აისახოს:
ა) მომიჯნავე შენობა-ნაგებობების არსებული მდგომარეობის ფიქსაცია და მათზე დაგეგმილი
სამშენებლო სამუშაოების შესაძლო ზემოქმედების ხარისხი;
ბ) საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მომიჯნავე
შენობა-ნაგებობების არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას, რაც ასევე აისახება მშენებლობის
ორგანიზების პროექტში.ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მომიჯნავე შენობა-ნაგებობის გამაგრების
სამუშაოებზე ნებართვა გაიცემა ძირითადი ნებართვის ფარგლებში, შესაბამისი მომიჯნავე შენობა-
ნაგებობის მესაკუთრის ნოტარიული თანხმობის საფუძველზე.დოკუმენტური კვლევის ანგარიში უნდა მოიცავდეს საკვლევ ტერიტორიაზე არსებული
სამართლებრივი აქტების, სამართლებრივი რეჟიმების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
რეკვიზიტებს და მოთხოვნებს, რომლებმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინონ კონკრეტული მიწის
ნაკვეთის სამშენებლო განვითარებაზე.

გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს:

არქიტექტურული პროექტის მომზადება
მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მომზადება; მიწის ნაკვეთის გამიჯვნა / გაერთიანება;
შენობის ენერგოეფექტურობა; • ტოპოგრაფია; • გეოლოგია; • კონსტრუქცია;