წინასწარი გადაწყვეტილება

  1. წინასწარი გადაწყვეტილება არის მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს
    მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაგეგმილი შენობის მშენებლობასთან ან
    მის ნაწილთან დაკავშირებით მომზადებული არქიტექტურული ესკიზის (მშენებლობის კონცეფცია)
    შეთანხმება.
  2. წინასწარი გადაწყვეტილების მიმართ პირს აქვს კანონიერი ნდობა, თუ არ არსებობს საქართველოს
    ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები.