ავტონომიური რესპუბლიკების სივრცის დაგეგმარების გეგმის სავალდებულოობა იერარქიულად ქვემდგომი გეგმებისათვის და გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა

ავტონომიური რესპუბლიკების სივრცის დაგეგმარების გეგმით დადგენილი მოთხოვნების
შესრულება სავალდებულოა ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი
მუნიციპალიტეტების სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმებისათვის.იერარქიულად ქვემდგომ გეგმებში ავტონომიური რესპუბლიკების სივრცის დაგეგმარების გეგმის
მოთხოვნებისგან განსხვავებული მოთხოვნების დადგენასთან დაკავშირებით მოქმედებს ამ კოდექსის
21-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დადგენილი წესები. აღნიშნულ შემთხვევაში განსხვავებული
მოთხოვნების შეთანხმების უფლებამოსილება აქვთ ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის
ორგანოებს.