ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია აიკრძალოს ან შეიზღუდოს შესაბამისი ქვეზონისათვის ამ ძირითადი დებულებების მე-6-მე-19 მუხლებით ნებადართული გამოყენების სახეობა ან/და ობიექტები/სივრცეები, თუ იგი მისი მდებარეობით, სივრცითი წყობის, მოცულობითა და ფუნქციური დანიშნულებით ეწინააღმდეგება ქვეზონის თავისებურებას, არსებულ განაშენიანებას ან/და სამეზობლო ინტერესების დაცვის პრინციპს.
ცალკეულ შემთხვევებში შესაბამისი ქვეზონისათვის ამ ძირითადი დებულებების მე-6-მე-15 მუხლების მე-3 პუნქტებით დაშვებული საგამონაკლისო მშენებლობა დასაშვებია, თუ იგი მისი მდებარეობით, სივრცითი წყობის, მოცულობითა და ფუნქციური დანიშნულებით არ ეწინააღმდეგება ქვეზონის თავისებურებას, არსებულ განაშენიანებას ან/და სამეზობლო ინტერესების დაცვის პრინციპს.
ნებადართული გამოყენების სახეობის ან/და მე-18-მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ობიექტების/სივრცეების გარდა, შესაძლებელია დაემატოს სხვა სახეობა/სივრცე/ობიექტი, თუ იგი მისი მდებარეობით, მოცულობით, სივრცითი წყობის და ფუნქციური დანიშნულებით არ ეწინააღმდეგება ქვეზონის თავისებურებას, არსებულ განაშენიანებას ან/და სამეზობლო ინტერესების დაცვის პრინციპს.
ამ მუხლის მიზნებისთვის, ცალკეული გადაწყვეტილების მიღებისას, აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ სფეროს და მომიჯნავე კანონმდებლობის მოთხოვნები.