დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა წარმოადგენს საცხოვრებელი ზონის ერთგვაროვან ქვეზონას, სადაც დომინირებს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები. აგრეთვე, დასაშვებია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობის განთვასება.
ნებადართული სახეობებია: ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობა); ბ) სარეკრეაციო სივრცეები და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა და ნაგებობა; გ) კვების და სავაჭრო ობიექტი, რომელიც ემსახურება შესაბამის განაშენიანებას; დ) საოჯახო (არასამეწარმეო) საბაღე და საბოსტნე მეურნეობისთვის საჭირო შენობა-ნაგებობა (მათ შორის, ორანჟერეა და სათბური), სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით; ე) მცირე ზომის სახელოსნო, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს; ვ) რელიგიური/საკულტო, კულტურის, სოციალური, ჯანდაცვისა და სასპორტო ობიექტი; ზ) სკოლამდელი და სასკოლო აღზრდის დაწესებულება; თ) საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი; ი) ადმინისტრაციული ობიექტი; კ) ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა.
საგამონაკლისო წესით შეიძლება ასევე დასაშვები იყოს: ა) სასტუმრო; ბ) მცირე ზომის სამეწარმეო ობიექტი, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს და არ არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის; გ) ოფისი; დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურების ობიექტი.