განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების შესახებ ან
მიღებისათვის ვარგისად აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი
უფლებამოსილი ორგანო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი
წარმოების წესით.უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაათვალიეროს ან/და აზომოს შენობა-ნაგებობა სამშენებლო
დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში,
უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, მოახდინოს რეაგირება კანონმდებლობის შესაბამისად.გადაწყვეტილება ამ წესით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისათვის
ვარგისად აღიარების შესახებ მიიღება:
ა) II კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – 15 სამუშაო დღის ვადაში;
ბ) III კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში (1500 მ2-მდე) – 15 სამუშაო დღის ვადაში;
გ) III კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში (1500 მ2-ზე მეტი) – 20 სამუშაო დღის ვადაში;
დ) IV კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – 30 სამუშაო დღის ვადაში.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, თუ ამ პერიოდში არ იქნება
გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შენობა-ნაგებობების
ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებაზე ან მიღებისათვის ვარგისად აღიარებაზე უარის
თქმის შესახებ, შენობა-ნაგებობა ჩაითვლება ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებულად,
თუ განხორციელებული მშენებლობა არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის მფლობელის მოთხოვნისთანავე უფლებამოსილი ორგანო
ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შენობა-ნაგებობების
ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების შესახებ.განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების შესახებ
გადაწყვეტილებით ხდება სამშენებლო/სანებართვო პირობების შესრულების ან/და დასაშვები
ცვლილებების დადასტურება. აქტი გამოიცემა 3 ეგზემპლარად.შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებაზე უარის თქმის
საფუძველია:
ა) ამ წესის 30-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან არასწორი
დოკუმენტების წარდგენა;
ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მფლობელის ან
მისი წარმომადგენლის მიერ უფლებამოსილი ორგანოსთვის განხორციელებული მშენებლობის
დათვალიერებაზე უარის თქმა, ხელის შეშლა ან დათვალიერებისთვის სათანადო პირობების
შეუქმნელობა;
გ) სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, გარდა ამ წესის 27-ე
მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რომელიც არ მოიცავს
ამავე წესის 27-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევას, წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისად ახალი
ნებართვა ან სანებართვო აქტში უნდა განხორციელდეს ცვლილება.ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ახალი ნებართვის ან სანებართვო აქტში ცვლილების
შეტანის საკითხი განისაზღვრება კოდექსით.იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას აქვს
სტრუქტურული ხარვეზ(ებ)ი, აღნიშნულზე პასუხიმგებლობა შესაბამისი საექსპერტო დასკვნის
საფუძველზე ეკისრება არქიტექტორს (არქიტექტურულ კომპანიას), კონსტრუქტორს, მშენებლობაზე
ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს, სამშენებლო კომპანიას ან შენობის ექსპლუატაციაში
მიმღებ შესაბამის ორგანოს.
ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარება
გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს: