ზოგადი მოთხოვნები სამშენებლო ტერიტორიის განაშენიანების მიმართ

  1. მიწის ნაკვეთის განაშენიანების ძირითადი პირობები განისაზღვრება კოდექსის 66-ე მუხლით დადგენილი
    წესით.
  2. თუ სამშენებლო ტერიტორიაზე არ მოქმედებს განაშენიანების დეტალური გეგმა, მაშინ მიწის ნაკვეთის
    განაშენიანების პირობები დგინდება, კოდექსის 67-ე და ამ ძირითადი დებულებების 21-ე მუხლის
    შესაბამისად.
  3. თუ მიწის ნაკვეთი იმავდროულად მოქცეულია კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან მასზე
    ვრცელდება სხვა დარგობრივი გეგმებით დადგენილი რეჟიმები, მაშინ მასზე მშენებლობის პირობები უნდა
    ითვალისწინებდეს ამ ზონის ან/და რეჟიმების მოთხოვნებს.