მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა წარმოადგენს საცხოვრებელი ზონის ერთგვაროვან ქვეზონას, სადაც დომინირებს საცხოვრებელი სახლები. აგრეთვე, დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა.
ნებადართული სახეობებია: ა) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობა); ბ) სარეკრეაციო სივრცეები და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა და ნაგებობა; გ) კვების და სავაჭრო ობიექტი, რომელიც ემსახურება შესაბამის განაშენიანებას; დ) სკოლამდელი და სასკოლო აღზრდის დაწესებულება; ე) მცირე ზომის სახელოსნო, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს; ვ) რელიგიური/საკულტო, კულტურის, სოციალური, ჯანდაცვისა და სასპორტო ობიექტი; ზ) სასტუმრო; თ) პროფესიული სასწავლებელი; ი) ოფისი; კ) საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი; ლ) ადმინისტრაციული ობიექტი; მ) ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა; ნ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურების ობიექტი.
საგამონაკლისო წესით შეიძლება ასევე დასაშვები იყოს: ა) სამეწარმეო ობიექტი, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს; ბ) სავაჭრო ცენტრი; გ) უმაღლესი სასწავლებელი და პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება.