მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა

  1. მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის საჭიროება შეიძლება გამომდინარეობდეს განაშენიანების
    გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის განხორციელებისათვის საჭირო შემდეგი ღონისძიებებიდან:
    ა) შიდა სატრანსპორტო გზების ან/და საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელის მოწყობა ან გაფართოება;
    ბ) სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობა;
    გ) მიწის ნაკვეთების კონფიგურაციის რაციონალური შეცვლა.
  2. მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა გულისხმობს მუნიციპალიტეტის მიერ ამ მუხლის პირველი
    ნაწილით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო მიწის ნაკვეთზე
    საკუთრების უფლების მოპოვებას მესაკუთრისათვის სანაცვლო, ტოლფასი ღირებულების მიწის
    ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის ან არატოლფასი ღირებულების მიწის ნაკვეთის მონაცვლეობის
    შემთხვევაში, აგრეთვე შესაბამისი ფულადი კომპენსაციის გაცემით ან სხვა ქონების გადაცემით. მიწის
    ნაკვეთების მონაცვლეობისას აუცილებელია მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობა.
  3. მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის შედეგად მესაკუთრისათვის გადასაცემი მიწის ნაკვეთის
    ღირებულება, როგორც წესი, არ უნდა იყოს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის
    ღირებულებაზე ნაკლები. მიწის ნაკვეთის ღირებულება დგინდება აუდიტორული (საექსპერტო)
    დასკვნის საფუძველზე. ამ დასკვნის, აგრეთვე მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკის/რუკების
    მომზადებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერია.
  4. თუ კერძო მესაკუთრისათვის გადასაცემი ქონების ღირებულება მის საკუთრებაში არსებული
    ქონების ღირებულებაზე ნაკლებია, შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა მესაკუთრეს უნდა აუნაზღაუროს
    ქონების ღირებულებებს შორის არსებული სხვაობა ფულადი თანხის ან/და სხვა ქონების გადაცემით.
  5. თუ მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის ინიციატორი კერძო მესაკუთრეა და მისთვის გადასაცემი
    ქონების ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტისათვის გადასაცემი ქონების ღირებულებას,
    მუნიციპალიტეტს უნდა აუნაზღაურდეს ქონების ღირებულებებს შორის არსებული სხვაობა ფულადი
    თანხის ან/და სხვა ქონების გადაცემით.
  6. მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა შესაძლებელია განხორციელდეს ქალაქთმშენებლობით
    ღონისძიებებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების პარალელურად მიმდინარე
    ადმინისტრაციული წარმოების მეშვეობით, თუ არსებობს ამ კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე
    შემუშავებული განაშენიანების გეგმის პროექტი.

გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს:

არქიტექტურული პროექტის მომზადება
მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მომზადება; მიწის ნაკვეთის გამიჯვნა / გაერთიანება;
შენობის ენერგოეფექტურობა; • ტოპოგრაფია; • გეოლოგია; • კონსტრუქცია;