მულტიმუნიციპალური/მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმაში მომიჯნავე მუნიციპალიტეტების ინტერესების გათვალისწინება

ჰარმონიზებული განვითარების უზრუნველსაყოფად მულტიმუნიციპალური/ მუნიციპალიტეტის
სივრცის დაგეგმარების გეგმაში გათვალისწინებული უნდა იქნეს სხვა, მომიჯნავე
მუნიციპალიტეტების ინტერესები ან მოქმედი გეგმების მოთხოვნები.ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისთვის, მულტიმუნიციპალური/ მუნიციპალიტეტის სივრცის
დაგეგმარების გეგმის შემუშავების დაწყებისთანავე შესაბამისი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ამ
გეგმის შემუშავებასა და დამტკიცებასთან დაკავშირებულ საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაში
მომიჯნავე მუნიციპალიტეტების ჩართვას.