- მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება გამოიწვევს
დაჯარიმებას:
ა) საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ
ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული
მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
საზღვრებში:
ა.ა) I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით;
ა.ბ) III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 20 000 ლარის ოდენობით;
ბ) ქალაქში:
ბ.ა) I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 1 000 ლარის ოდენობით;
ბ.ბ) III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – 2 000 ლარის ოდენობით;
გ) დაბაში ან სოფელში:
გ.ა) I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 200 ლარის ოდენობით;
გ.ბ) III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – 1 000 ლარის ოდენობით. - (ამოღებულია – 20.12.2019, №5693).
- ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ჯარიმა გამოიყენება იმ
შემთხვევაში, თუ ამ ქვეპუნქტებში აღნიშნული
მშენებარე ობიექტის კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვება
გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს: