მშენებლობის კონსერვაცია

მშენებლობის ნებართვის მფლობელის მიერ ან სხვა საფუძვლით მშენებლობის პროცესის 6 თვეზე
მეტი ხნით შეჩერების შემთხვევაში უნდა მოხდეს მშენებარე ობიექტის კონსერვაცია, რის შესახებაც
უნდა ეცნობოს მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ
ორგანოს.კონსერვაცია გულისხმობს ობიექტის მდგრადობის, უსაფრთხოებისა და სანიტარიული ნორმების
დაცვას, მისი კონსტრუქციული ელემენტების დაუზიანებლად შენარჩუნებას, რაც უზრუნველყოფს
სამშენებლო ღონისძიებათა შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობას, ამასთან, მოსაზღვრე შენობებისა
და ტერიტორიების უსაფრთხოებას.მშენებარე ობიექტის კონსერვაციის პროცესი მოიცავს:
ა) სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების შესრულების
შეჩერებას;
ბ) კონსერვაციის პირობების განსაზღვრას და კონსერვაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების
განხორციელებას;
გ) მშენებლობის ნებართვის მფლობელის მიერ ობიექტის პერიოდულ დათვალიერებას უსაფრთხოების
მიზნით;
დ) ობიექტის კონსერვაციის შესახებ აღნიშვნის განთავსებას საინფორმაციო დაფაზე, თვალსაჩინო
ადგილას.მშენებარე ობიექტის კონსერვაციის პირობები განისაზღვრება შესაბამისი სამშენებლო
რეგლამენტების მოთხოვნათა დაცვით. კონსერვაცია ისე უნდა განხორციელდეს, რომ არ მოხდეს მისი
ფიზიკური ცვეთა, კერძოდ:
ა) ობიექტიდან გატანილი უნდა იქნეს ნაგავი და სამშენებლო ნარჩენები;
ბ) ობიექტი უნდა მოწესრიგდეს ისე, რომ არ მოხდეს ლითონის კონსტრუქციების, ნაკეთობებისა და
ელემენტების კოროზია; რკინა-ბეტონის კვანძები ბეტონით უნდა დაიფაროს;
გ) საძირკველი და ქვაბული დაცული უნდა იქნეს ფერდების ჩამოქცევის, ასევე ატმოსფერული
ნალექებისა და წყლის დაგროვებისაგან;
დ) ობიექტსა და სამშენებლო მოედანზე დაცული უნდა იქნეს უსაფრთხოების მოთხოვნები;
ე) ყოველგვარი მასალა (ფიცრები, ყალიბები, ცემენტი, გაჯი და სხვ.) ისე უნდა დასაწყობდეს, რომ არ
მოხდეს მათი ჩამოვარდნა, ჩამოცვენა, გაფრქვევა, მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურება ან დაზიანება,
არ მოჰყვეს სხვა გაუთვალისწინებელი შედეგები;
ვ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამშენებლო მოედანზე უცხო პირთა შეუღწევლობა (უსაფრთხოების
ღობე, ჩაკეტილი ჭიშკარი);

ზ) მშენებარე ობიექტი არ უნდა იქნეს გამოყენებული საწყობად, სათავსად, დროებით საცხოვრებლად,
სხვა დანიშნულებით;
თ) უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამშენებლო მოედანზე დაშვებულ პირთა უსაფრთხოება;
ი) ამწე-მექანიზმები მოყვანილი უნდა იქნეს ისეთ მდგომარეობაში, რაც უზრუნველყოფს უარყოფითი
შედეგების თავიდან აცილებას ნებისმიერი ამინდის პირობებში;
კ) საინფორმაციო დაფაზე გაკეთდეს თვალსაჩინო აღნიშვნა ობიექტის კონსერვაციის შესახებ;
ლ) მუნიციპალიტეტის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ ადგილებსა და შემთხვევებში ობიექტი
უნდა შეიფუთოს დამცავი ბადით;
მ) ცვეთის შესაბამისად, პერიოდულად, უნდა მოხდეს დამცავი ბადის განახლება-გამოცვლა, ასევე –
უსაფრთხოების ღობის განახლება-გადაღებვა;
ნ) ნებართვის მფლობელმა/დამკვეთმა რეგულარულად, დადგენილი მოთხოვნების
უზრუნველსაყოფად საჭირო პერიოდულობით უნდა შეამოწმოს დაკონსერვებული ობიექტი.მშენებლობის ნებართვის მფლობელის მიერ მშენებარე ობიექტის კონსერვაციის შესახებ მიღებულ
გადაწყვეტილებაში და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი
ადმინისტრაციული ორგანოსადმი შეტყობინებაში უნდა განისაზღვროს მშენებარე ობიექტის
კონსერვაციისათვის მოთხოვნილი ვადა და შესაბამისი სამშენებლო რეგლამენტების მოთხოვნათა
დაცვით განსაზღვრული ობიექტის კონსერვაციის პირობები.შენობა-ნაგებობის კონსერვაციის რეჟიმში გადაყვანისას დგება კონსერვაციის აქტი, რომელსაც ხელს
აწერს მშენებლობის ნებართვის მფლობელი და კონკრეტული ობიექტისათვის საჯარო
ზედამხედველობის პასუხისმგებელი პირ(ებ)ი. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის
განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელთა გამოუცხადებლობის
შემთხვევაში კონსერვაციის ოქმი დგება მშენებლობის ნებართვის მფლობელის მიერ, რომელიც
ძალაშია მისი საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოში
წარდგენისთანავე.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული აქტის საჯარო ზედამხედველობის
განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენის დღიდან მშენებლობის ნებართვის ვადის
დინება ითვლება შეჩერებულად. მშენებლობის ნებართვის ვადის დინება გრძელდება კონსერვაციის
რეჟიმის დასრულების შემდეგ.შენობა-ნაგებობის კონსერვაცია შესაძლებელია არაუმეტეს სამი წლისა, ხოლო განსაკუთრებული
რეგულირების ტერიტორიაზე/ზონაში კი – არაუმეტეს ერთი წლის ვადით.ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის ნებართვის
მფლობელი ვალდებულია გააგრძელოს დაკონსერვებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა ან
მოახდინოს დემონტაჟი.იმ მიზეზების აღმოფხვრის შემთხვევაში, რამაც გამოიწვია ობიექტის კონსერვაცია, მიღებულ უნდა
იქნეს გადაწყვეტილება მშენებლობის გაგრძელების შესახებ, რომელიც უნდა ეცნობოს მშენებლობის
საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოს.ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ ამ წესით განსაზღვრულ შენობა-ნაგებობებზე, მათ
შორის, ისეთ დანგრეულ, დამწვარ და ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებაზე
გამოუსადეგარ შენობა-ნაგებობებზე, რომელთა დემონტაჟი არ არის გათვალისწინებული.ამ მუხლით განსაზღვრული კონსერვაციის რეჟიმი არ ვრცელდება მშენებლობის საჯარო
ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს შესაბამისი
გადაწყვეტილების საფუძველზე განსახორციელებელ დემონტაჟის სამუშაოებზე.
კონსერვაციის წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება კოდექსის შესაბამისად.

გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს:

არქიტექტურული პროექტის მომზადება
მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მომზადება; მიწის ნაკვეთის გამიჯვნა / გაერთიანება;
შენობის ენერგოეფექტურობა; • ტოპოგრაფია; • გეოლოგია; • კონსტრუქცია;