მშენებლობის მარტივ შეტყობინებაზე თანდართული დოკუმენტაცია

მშენებლობის მარტივი შეტყობინება უნდა მოიცავდეს:
ა) ინფორმაციას მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის საკუთრების შესახებ;
ბ) არქიტექტურულ ესკიზს;
გ) საჭიროების შემთხვევაში წინასაპროექტო კვლევის შედეგებს;
დ) წინასწარ გადაწყვეტილებას (არსებობის შემთხვევაში).გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟის
შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, გარე
რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელმა შეტყობინებას უნდა დაურთოს გარე რეკლამის
განთავსების ნებართვა.კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) არსებულ საინჟინრო კომუნიკაციების არხებში, შახტებსა და
გვირაბებში, აგრეთვე არსებულ ბოძებსა და ანძებზე, ასევე სხვა შენობა-ნაგებობებზე
გაყვანის/მონტაჟისა და ტრანშეის გაყვანის შემთხვევაში მარტივი შეტყობინება უნდა მოიცავდეს:
ა) სამონტაჟო ტერიტორიის, მიწის ნაკვეთის ან/და არსებული საინჟინრო კომუნიკაციების ნაგებობის
მესაკუთრეთა თანხმობას, საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში – ასევე
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობას;
ბ) კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) გაყვანის/მონტაჟის ტრასის პროექტს, მათ შორის
ტოპოგრაფიული რუკას, არსებული ინფრასტრუქტურის ჩვენებით.I კლასის ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში შეტყობინებას თან უნდა
დაერთოს:

ა) მიწისქვეშა ხაზობრივ ნაგებობათა მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში: ხაზობრივი ნაგებობების
ტრასის სქემატური ნახაზი, ხოლო მიწისზედა ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის
შემთხვევაში დამატებით მზიდი კონსტრუქციების სქემატური ნახაზი;
ბ) სამონტაჟო ტერიტორიის, მიწის ნაკვეთის ან/და არსებული საინჟინრო კომუნიკაციების ნაგებობის
მესაკუთრეთა თანხმობას, საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში – ასევე
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობას;
გ) გაზსადენის მშენებლობის შემთხვევაში: არქიტექტურული პროექტი და ტექნოლოგიური სქემა.I კლასის ელექტროგადამცემი ხაზის, გაზსადენის, წყალსადენის ან წყალარინების მილის
მშენებლობისას, არ არის სავალდებულო განცხადებას თან დაერთოს ადმინისტრაციული ორგანოს
თანხმობა სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან
საზოგადოებრივ სივრცეში ამ ხაზობრივი ნაგებობის განთავსების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში,
ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, 5 დღის ვადაში
დაადგინოს განცხადების შესაბამისობა და განცხადება, თანდართულ საბუთების ასლებთან ერთად,
წარუდგინოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს (მათ შორის, სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილ
ადმინისტრაციულ ორგანოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განკარგვაზე თავად არის
უფლებამოსილი). სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი
გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს
15 დღის ვადაში. ასეთი მშენებლობის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობასა და მისი
განხორციელების შესაძლებლობას ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო
წერილობით ადასტურებს განცხადების მიღებიდან 20 დღის ვადაში, წარდგენილი სრულყოფილი
დოკუმენტ(ებ)ისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანო(ები)ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების
საფუძველზე.ლანდშაფტური მშენებლობისას, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების
გარდა, შეტყობინებას თან უნდა დაერთოს:
ა) ხე-ნარგავების ინვენტარიზაციის გეგმა (განმარტებითი ბარათით და ხე-ნარგავების აღწერის
მონაცემთა ცხრილით), საჭიროების შემთხვევაში;
ბ) დენდროპროექტი (საჭიროების შემთხვევაში);
გ) ლანდშაფტის კეთილმოწყობის გეგმა.ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების
ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების
მქონე შენობის ან/და გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობის ახალი მშენებლობისას,
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შეტყობინებას თან უნდა
დაერთოს საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო
ინფრასტრუქტურის დატანით საკვლევ ტერიტორიასთან კავშირის ჩვენებით.ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არქიტექტურული ესკიზი არ
მოითხოვება, თუ დაინტერესებული პირი წარმოადგენს არქიტექტურულ პროექტს.50 მ2 ან მეტი სასარგებლო ფართობის მქონე I კლასის შენობის ახალი მშენებლობისას ან
მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისას, თუ შენობა არ ექცევა 161 მუხლის მე-3 ან/და მე-4 პუნქტებით
გათვალისწინებულ გამონაკლისებში, მშენებლობის მარტივ შეტყობინებას არქიტექტურული ესკიზის
ნაცვლად უნდა დაერთოს არქიტექტურული პროექტი და კონსტრუქციული სქემა/პროექტი. ასეთ
შემთხვევაში, დაცული უნდა იყოს დადგენილების 161 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები. თუ I
კლასის შენობის სასარგებლო ფართობი აღემატება 50 მ2-ს და შენობა ამავდროულად ექცევა 161
მუხლის მე-3 ან/და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ გამონაკლისებში, მაშინ მშენებლობის
ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა წარედგინოს შესაბამისი დასაბუთება.

შენიშვნა: სასარგებლო ფართობი განმარტებული უნდა იქნეს „შენობების ენერგოეფექტურობის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს:

არქიტექტურული პროექტის მომზადება
მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მომზადება; მიწის ნაკვეთის გამიჯვნა / გაერთიანება;
შენობის ენერგოეფექტურობა; • ტოპოგრაფია; • გეოლოგია; • კონსტრუქცია;