მშენებლობის ნებართვის შემადგენლობა

1. მშენებლობის ნებართვა გაიცემა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. მშენებლობის ნებართვაში შეიტანება შემდეგი ინფორმაცია:

ა) მიწის ნაკვეთის მისამართი და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) მშენებლობის ნებართვის გაცემის თარიღი;

გ) მშენებლობის ნებართვის ნომერი;

დ) მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა;

ე) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება;

ვ) მშენებლობის განხორციელების (ზედამხედველობის) ეტაპები, გარდა ინდივიდუალური

საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შემთხვევისა;

ზ) მშენებლობის ნებართვის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

თ) შენობა-ნაგებობის კლასი;

ი) სამშენებლო/სანებართვო პირობები;

კ) მშენებლობის ნებართვის გამცემი პირის თანამდებობა და ხელმოწერა.

3. მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, ხელმოწერასთან დაკავშრებით

მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი წესი.

გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს:

არქიტექტურული პროექტის მომზადება
მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მომზადება; მიწის ნაკვეთის გამიჯვნა / გაერთიანება;
შენობის ენერგოეფექტურობა; • ტოპოგრაფია; • გეოლოგია; • კონსტრუქცია;