მშენებლობის საჯარო ზედამხედველობა

  1. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობა არის სამშენებლო/სანებართვო პირობების შესრულების,
    მშენებლობის უსაფრთხოების, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისა და საქართველოს
    კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების ზედამხედველობა, აგრეთვე
    უნებართვო მშენებლობის ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული
    მშენებლობის გამოვლენა და სათანადო რეაგირება.
  2. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოა
    მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული პირი.
  3. მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებლის მიერ მშენებლობის ტექნიკური
    ზედამხედველობის განხორციელებისას მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის
    განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო მშენებლობის საჯარო ზედამხედველობას
    ახორციელებს:
    ა) შერჩევითობის წესით;
    ბ) რისკის ანალიზზე დაყრდნობით;
    გ) დაინტერესებული პირის საჩივრის ან/და აკრედიტებული ინსპექტირების
    ორგანოს/სერტიფიცირებული ექსპერტის მიმართვის საფუძველზე.
  4. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო
    ვალდებულია ყოველწლიურად განახორციელოს იმ III და IV კლასების შენობა-ნაგებობების საერთო
    რაოდენობის არანაკლებ 10%-ის საჯარო ზედამხედველობა, რომელთა მშენებლობისთვის წინა წელს
    გაიცა მშენებლობის ნებართვები.
  5. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო
    უფლებამოსილია დაუბრკოლებლად შევიდეს სამშენებლო ობიექტზე და შეამოწმოს ის, აგრეთვე
    მშენებლობისთვის პასუხისმგებელ პირებს მოსთხოვოს სამშენებლო ობიექტთან დაკავშირებული
    შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის, ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ მოთხოვნებთან
    შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს:

არქიტექტურული პროექტის მომზადება
მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მომზადება; მიწის ნაკვეთის გამიჯვნა / გაერთიანება;
შენობის ენერგოეფექტურობა; • ტოპოგრაფია; • გეოლოგია; • კონსტრუქცია;