სააგარაკე-საცხოვრებელი ზონა წარმოადგენს საცხოვრებელი ზონის ქვეზონას, სადაც დომინირებს სეზონური დასასვენებელი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები.
ნებადართული სახეობებია: ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობა); ბ) სარეკრეაციო სივრცეები და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა და ნაგებობა; გ) საოჯახო (არასამეწარმეო) საბაღე და საბოსტნე მეურნეობისთვის საჭირო შენობა-ნაგებობა (მათ შორის, ორანჟერეა და სათბური), სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით; დ) მცირე ზომის სახელოსნო, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს; ე) ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა; ვ) კვების და საცალო სავაჭრო ობიექტი, რომელიც ემსახურება შესაბამის განაშენიანებას; ზ) საოჯახო სასტუმრო; თ) ღია სასპორტო ობიექტები.
საგამონაკლისო წესით შეიძლება აგრეთვე დასაშვები იყოს: ა) რელიგიური/საკულტო ობიექტი; ბ) სასტუმრო; გ) საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი.