საზოგადოებრივი მიჯნის ზონაში შეჭრა

  1. საზოგადოებრივი მიჯნის ზონაში გრუნტის ზედაპირიდან 3.0 მ-მდე დაუშვებელია:
    ა) აივნებისა და ერკერების შეჭრა 0.3 მეტრზე მეტად;
    ბ) არქიტექტურული დეტალების ნებისმიერი შეჭრა 0.3 მეტრზე მეტად, ასევე იგივე შეჭრა გრუნტის
    ზედაპირიდან ქვემოთ;
    გ) ფანჯრების ფრთების/დარაბების (ბოლომდე გაღებულ მდგომარეობაში) შეჭრა 0.6 მეტრზე მეტად. ამასთან,
    ფანჯრების ფრთების/დარაბების (ბოლომდე გაღებულ მდგომარეობაში) შეჭრა დასაშვებია მხოლოდ იმ
    შემთხვევებში, როდესაც ტროტუარის კიდის ვერტიკალურ წარმოსახვითი სიბრტყიდან ფანჯრამდე
    დარჩენილი, ბუნებრივი (ხე-ნარგავები, გაზონი) ან/და ხელოვნური (განათების ბოძი, მცირე არქიტექტურული
    ფორმები) წინაღობისაგან თავისუფალი, გასავლელის სიგანე არის მინიმუმ 1,2 მ.
  2. საზოგადოებრივი მიჯნის ზონაში გრუნტის ზედაპირიდან 3.0 მეტრზე მეტ სიმაღლეზე დაუშვებელია:
    ა) აივნებისა და ერკერების შეჭრა 1.4 მეტრზე მეტად;
    ბ) აივნებისა და ერკერების მიახლოება ტროტუარის კიდის ვერტიკალურ წარმოსახვით სიბრტყემდე 1,2 მ-ზე
    მეტად;
    გ) შენობის დამამთავრებელი კარნიზების და სახურავის არქიტექტურული დეტალების (საჩრდილობელი,
    საჩეხი და ა.შ.) ნებისმიერი გადმოწევა 1.4 მეტრზე მეტად;
    დ) არქიტექტურული დეტალების ნებისმიერი გადმოწევა 0.3 მეტრზე მეტად.
  3. შენობის წვიმის წყლის სარინებლების წყლის გამოსასვლელი არ უნდა იყოს შეჭრილი საზოგადოებრივ
    სივრცეში ქუჩის ტროტუარის სიბრტყიდან 0.3 მეტრზე მეტ სიმაღლეზე და არ უნდა იყოს ქუჩის ან სხვა
    საზოგადოებრივი სივრცის მხარეს არსებული საზოგადოებრივი საზღვრიდან ტროტუარზე 0,3 მეტრზე მეტი
    მანძილით შეჭრილი, როდესაც ის განთავსებულია გრუნტის ზედაპირის ზემოთ.
  4. შენობაზე მიმაგრებული ნიშნები და აბრები შესაძლებელია იყოს შეჭრილი საზოგადოებრივ სივრცეში
    გრუნტის ზედაპირიდან 2.7 მეტრზე მაღლა სიმაღლეზე, მაგრამ ტროტუარის კიდის ვერტიკალურ
    წარმოსახვითი სიბრტყიდან პერპენდიკულარული მანძილი ამ ნიშნებამდე და აბრებამდე უნდა იყოს მინიმუმ
    1.2 მეტრი.
  5. თუ მიწის ნაკვეთი ესაზღვრება ისეთ საზოგადოებრივ სივრცეს, რომელსაც არ გააჩნია ამ მიწის ნაკვეთის
    მოსაზღვრედ ტროტუარი, მაშინ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული 3.0-მეტრიანი
    ზღვარის ნაცვლად გამოყენებული უნდა იქნეს 4.5-მეტრიანი ზღვარი.
  6. თუ მიწის ნაკვეთი ესაზღვრება ისეთ საზოგადოებრივ სივრცეს, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ ქვეითთა
    ზონას, მაშინ დაუშვებელია:
    ა) შენობის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების საზოგადოებრივი მიჯნის ზონაში შეჭრა, როდესაც
    ასეთი ქუჩა არის 3.0 მეტრი ან ნაკლები;
    ბ) შენობის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების ქუჩის ან/და საზოგადოებრივი სივრცის მხარეს
    შენობა-ნაგებობის და ტროტუარის გადაკვეთის წერტილიდან 4.5 მეტრამდე სიმაღლეზე, საზოგადოებრივ
    მიჯნის ზონაში შეჭრა 0.3 მ-ზე მეტად, როდესაც ასეთი ქუჩა არის 3.0 მეტრზე მეტი;
    გ) შენობის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების საზოგადოებრივი მიჯნის ზონაში შეჭრა გრუნტის
    ზედაპირიდან 4.5 მეტრზე მეტ სიმაღლეზე, საზოგადოებრივ სივრცეში 0.5 მეტრზე მეტად, როდესაც ასეთი
    ქუჩა არის 3.0 მეტრზე მეტი.
  7. დასაშვებია საზოგადოებრივი სივრციდან შენობაში შესასვლელი კიბის მოწყობა გრუნტის ზედაპირიდან
    ზემოთ ან/და ქვემოთ 1,5 მეტრი სიმაღლემდე არსებულ სართულისთვის, თუ საზოგადოებრივ სივრცეში
    შეჭრა არ აღემატება 0.9 მეტრს და ამასთანავე ტროტუარის კიდიდან პერპენდიკულარული მანძილი ამ
    კიბემდე უნდა იყოს მინიმუმ 1.8 მეტრი.
  8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისი დაუშვებელია ამ მუხლის მე-5-მე-6 პუნქტებით
    გათვალისწინებულ შემთხვევებში.

გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს:

არქიტექტურული პროექტის მომზადება
მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მომზადება; მიწის ნაკვეთის გამიჯვნა / გაერთიანება;
შენობის ენერგოეფექტურობა; • ტოპოგრაფია; • გეოლოგია; • კონსტრუქცია;