საკურორტო-სარეკრეაციო ზონა წარმოადგენს შერეული ზონის ქვეზონას, რომელიც ემსახურება დასასვენებელი ან/და სამკურნალო დანიშნულების შენობა-ნაგებობების ფუნქციონირებას.
ნებადართული სახეობებია: ა) დაბალი ინტენსივობის დასასვენებელი სახლი; ბ) სანატორიუმი და პანსიონატი; გ) სარეკრეაციო სივრცეები და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა და ნაგებობა; დ) დასასვენებელი ბანაკი; ე) სასტუმრო; ვ) ტურისტული ობიექტი; ზ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების და ზოგადი განათლების დაწესებულება; თ)კვების ობიექტი; ი) გასართობი დაწესებულება; კ) კულტურის, სოციალური, ჯანდაცვის და სასპორტო ობიექტი.
საგამონაკლისო წესით შეიძლება ასევე დასაშვები იყოს: ა) რელიგიური/საკულტო ობიექტი; ბ) საცალო ვაჭრობის ობიექტი.