სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების სისტემა, მათი იერარქია და თავსებადობა

საქართველოში მოქმედებს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემდეგი
იერარქია:
ა) სივრცის დაგეგმარების გეგმები. მათ მიეკუთვნება:
ა.ა) საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმა;
ა.ბ) ავტონომიური რესპუბლიკის სივრცის დაგეგმარების გეგმა;
ა.გ) მულტიმუნიციპალური/მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმა;
ბ) ქალაქთმშენებლობითი გეგმები. მათ მიეკუთვნება:
ბ.ა) გენერალური გეგმა;
ბ.ბ) განაშენიანების გეგმა;
ბ.გ) განაშენიანების დეტალური გეგმა.სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პროცესში უზრუნველყოფილი უნდა
იქნეს იერარქიულად ქვემდგომი გეგმების იერარქიულად ზემდგომ გეგმებთან თავსებადობა.იერარქიულად ზემდგომი გეგმის ან გეგმის შემადგენლობის ცალკეული ნაწილების არარსებობა არ
აფერხებს იერარქიულად ქვემდგომი გეგმის შემუშავებას. ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა
იქნეს ამ კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები.ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია შემუშავდეს დასახლებათა აგლომერაციის გეგმა. მის მიმართ
გამოიყენება მულტიმუნიციპალური/ მუნიციპალიტეტისსივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავებისა
და დამტკიცებისათვის დადგენილი წესები.იერარქიულად ქვემდგომი გეგმით იერარქიულად ზემდგომი გეგმის მოთხოვნებისგან არსებითად
განსხვავებული მოთხოვნების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ იერარქიულად ზემდგომ გეგმაში
შესაბამისი ცვლილებისშეტანის შემდეგ ან მასთან ერთდროულად.

გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს:

არქიტექტურული პროექტის მომზადება
მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მომზადება; მიწის ნაკვეთის გამიჯვნა / გაერთიანება;
შენობის ენერგოეფექტურობა; • ტოპოგრაფია; • გეოლოგია; • კონსტრუქცია;