სოციალური ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილი ტერიტორიები და ობიექტები
საზოგადოებრივი სარგებლობის ტერიტორიებზე დასაშვებია შემდეგი სახის ობიექტების არსებობა: ა) ადმინისტრაციული შენობები; ბ) სკოლები; გ) რელიგიური/საკულტო ობიექტები და მისი დამხმარე ნაგებობები; დ) სოციალური დაწესებულებები; ე) ჯანდაცვის ობიექტები; ვ) კულტურის ობიექტები და მისი დამხმარე შენობა-ნაგებობები; ზ) სასპორტო ობიექტები; თ) ფოსტა; ი) თავშესაფრები; კ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფების დეპოები და სასწრაფო; ლ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის განსახორციელებლად საჭირო ობიექტები.“;
თუ ქალაქთმშენებლობით გეგმებში ცალკე არ გამოიყოფა სოციალური ინფრასტრუქტურისთვის მიზნობრივად განკუთვნილი ტერიტორიები, მათზე ვრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც ცალკე გამოყოფის შემთხვევაში იმოქმედებდა.