სოციალური/საინჟინრო/სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტერიტორიების სისტემა
სოციალური, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტერიტორიებს მიეკუთვნება: ა) სოციალური ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილი ტერიტორიები: ა.ა) საზოგადოებრივი სარგებლობის ტერიტორიები; ა.ბ) საზოგადოებრივი სარგებლობის ობიექტები; ა.გ) სპორტული და სათამაშო მოედნები. ბ) საინჟინრო ინფრასტრუქტურა: ბ.ა) საინჟინრო ინფრასტრუქტურის ტერიტორია; ბ.ბ) მაგისტრალური (საერთო სარგებლობის) საინჟინრო ინფრასტრუქტურის ქსელი; გ) ზელოკალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტერიტორია: გ.ა) საავტომობილო ტრანსპორტის ტერიტორია; გ.ბ) რკინიგზა და საბაგირო; გ.გ) მთავარი გზები; გ.დ) საჰაერო ტრანსპორტის ტერიტორია. დ) ლოკალური ტრანსპორტის ტერიტორია და მთავარი ქუჩები: დ.ა) მთავარი ქუჩების კარკასი; დ.ბ) სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო ტერიტორია.
ამ მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიების და ობიექტების ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებში ასახვის სტანდარტი განისაზღვრება „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის შესაბამისად (პირობითი აღნიშვნები).