შენობა-ნაგებობების კლასებისა და მშენებლობის სახეების განსაზღვრის წესი

კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრული მიზნებისთვის, ამ წესის დანართ №1-ის შესაბამისად,
ცალკეული შენობა-ნაგებობები და მშენებლობის სახეები, კონკრეტული მახასიათებლებისა და
პარამეტრების მიხედვით, იყოფა შესაბამის კლასებად.შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხორციელდება ასაშენებელი ან სადემონტაჟო შენობა-
ნაგებობის პარამეტრების მიხედვით რეკონსტრუქციისას, თუ შენობა-ნაგებობის კლასი იზრდება ან
მცირდება, შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხდება სანებართვო დოკუმენტაციით
გათვალისწინებული საბოლოო მახასიათებლებისა და პარამეტრების მიხედვით.თუ ერთ კონკრეტულ შენობა-ნაგებობას აქვს სხვადასხვა კლასის განმსაზღვრელი მახასიათებლები,
მაშინ შენობა-ნაგებობის კლასს განსაზღვრავს მისი ყველაზე მაღალი მახასიათებელი.შენობა-ნაგებობების კლასების მახასიათებლების განსაზღვრის მიზანია, დადგინდეს შენობა-
ნაგებობის კლასი. კლასი მიეკუთვნება შენობა-ნაგებობას და არა მის რომელიმე ნაწილს.თუ შენობა-ნაგებობების კლასის დასადგენად ამ დადგენილებით განსაზღვრული მახასიათებლები
არ არის საკმარისი, ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია, განსაზღვროს შენობა-
ნაგებობების კლასების სხვა დამატებითი მახასიათებლები, რითაც შესაძლებელი იქნება კონკრეტული
შენობა-ნაგებობისათვის შესაბამისი კლასის მინიჭება.შენობა-ნაგებობის კლასის განსაზღვრის მიზნებისთვის:

ა) შენობა-ნაგებობის სიმაღლე განისაზღვრება მისი საძირკვლის ყველაზე დაბალი ნიშნულიდან:
შენობის შემთხვევაში – შენობის საანგარიშო ზედაპირის ყველაზე მაღალ ნიშნულამდე, ხოლო
ნაგებობის შემთხვევაში – ნაგებობის ყველაზე მაღალ ნიშნულამდე;
ბ) შენობა-ნაგებობის ჩაღრმავება განისაზღვრება შენობა-ნაგებობის გრუნტის ზედაპირთან შეხების
ხაზიდან საძირკვლის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე, საშუალო მაჩვენებლით;
გ) შენობა-ნაგებობის მოცულობა განისაზღვრება: შენობის შემთხვევაში – ყველა სართულის (მათ
შორის, სხვენის) იატაკის მზიდი კონსტრუქციის ზედაპირის გარე პერიმეტრში მოქცეული (აივნისა და
ტერასის გარეშე) ფართობის ნამრავლით სართულის სიმაღლეზე, ხოლო ნაგებობის შემთხვევაში –
გაბარიტული ზონების (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე) ნამრავლით;
დ) ღობის სიმაღლე განისაზღვრება გრუნტის ზედაპირიდან ღობის ყველაზე მაღალ ნიშნულამდე.
ამასთან, ღობის გასწვრივ ქანობიანი გრუნტის ზედაპირის შემთხვევაში – საყრდენ სვეტებს შორის
არსებული თითოეული მონაკვეთის საშუალო სიმაღლით, ხოლო ღობის განივად გრუნტის ზედაპირის
განსხვავებული ნიშნულების შემთხვევაში – გრუნტის ზედაპირის ყველაზე მაღალი ნიშნულიდან.სამყოფისათვის (საცხოვრებელი სახლისათვის, ბინისათვის, ოფისისათვის, სავაჭრო და
საყოფაცხოვრებო მომსახურებისათვის) გამოყენებული ფართობის განსაზღვრა:
ა) სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის
ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის, არსებული საყრდენი კედლებისა და
კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებსა და ბინის
შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, საინჟინრო და სავენტილაციო არხები, ბინაში
არსებული იატაკის სხვადასხვა დონის დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი);
ბ) მათი არსებობის შემთხვევაში, სამყოფების ფართობში შედის ლოჯიის, აივნის, ტერასისა და
ვერანდის ფართობები.ერთ სართულად ითვლება სართული, რომლის იატაკიც მდებარეობს ერთ ნიშნულზე, ასევე
სართული, რომლის იატაკის დონეებს შორის სხვაობა არ აღემატება 1.8 მეტრს.ერთ შენობად ითვლება შენობა, რომელსაც აქვს დამოუკიდებლად მომუშავე საძირკვლის
კონსტრუქციული სისტემა.შენობის კონსტრუქციული სართულიანობა განისაზღვრება ერთი შენობის მიწისქვეშა, მიწისა და
მიწისზედა სრული და არასრული სართულების ჯამით.შენობის მიწისზედა სართულიანობა განისაზღვრება ერთი შენობის მიწისა და მიწისზედა სრული
და არასრული სართულების ჯამით.სართულის სიმაღლე არის:
ა) როდესაც იატაკი მდებარეობს ერთ ნიშნულზე – იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედა ნიშნულსა
და სართულშუა გადახურვის ძირითადი კონსტრუქცი(ებ)ის ზედა ნიშნულ(ებ)ს შორის საშუალო
ვერტიკალური მანძილი;
ბ) როდესაც იატაკი მდებარეობს სხვადასხვა ნიშნულზე – სართულის დონეების საშუალო სიმაღლე.
სართულის თითოეული დონის საშუალო სიმაღლე განისაზღვრება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის
შესაბამისად.მანსარდის სიმაღლე არის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედა ნიშნულსა და ჭერის
კონსტრუქციის ქვედა ზედაპირს შორის არსებული საშუალო მანძილი.შენობის კონსტრუქციული სიმაღლე აითვლება ერთი შენობის ძირითადი კონსტრუქციის
საძირკვლის ქვედა ნიშნულიდან (ხიმინჯების სიმაღლის გამოკლებით, მათი არსებობის შემთხვევაში)

შენობის ზედა ნიშნულამდე.სართულის განაშენიანების ფართობი განისაზღვრება სართულის გეგმის გარე კონტურში მოქცეული
ფართობით, აივნებისა და ტერასების ფართობების ჩათვლით.შენობის განაშენიანების ფართობი არის ყველა სართულის განაშენიანების ფართობების ჯამი.სართულის ფართობი არის სართულის შემომსაზღვრელ კედლებსა და კოლონებს შორის არსებული
ფართობი, მათ შორის, არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გამოკლებით,
აივნებისა და ტერასების ფართობების დამატებით.შენობის ფართობი არის ყველა სართულის ფართობების ჯამი.შენობის ნაწილების მიმართ ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების გარდა, სხვა დამატებითი
მოთხოვნები და მახასიათებლები, აგრეთვე შენობის სხვა ნაწილები და მახასიათებლები
განისაზღვრება სამშენებლო რეგლამენტებით.

გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს:

არქიტექტურული პროექტის მომზადება
მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მომზადება; მიწის ნაკვეთის გამიჯვნა / გაერთიანება;
შენობის ენერგოეფექტურობა; • ტოპოგრაფია; • გეოლოგია; • კონსტრუქცია;