- ავტოსადგომების მოწყობა დასაშვებია ამ ძირითადი დებულებების მე-6-მე-17 მუხლებით განსაზღვრულ
ყველა ქვეზონაში, თუ ის მისი მდებარეობის, მოცულობისა და ფუნქციური დანიშნულებით არ
ეწინააღმდეგება ქვეზონის თავისებურებას ან/და სამეზობლო ინტერესების დაცვის პრინციპს. - საკურორტო-სარეკრეაციო ზონაში (შზ-4) ავტოსადგომების მოწყობა შეიძლება დაშვებული იქნეს მხოლოდ
იმ აუცილებელი საჭიროებებისათვის, რომელიც გამოწვეულია ამ ქვეზონაში დასაშვები გამოყენების
სახეობების ფუნქციონირებით, ამ წესით დადგენილი წინაპირობების გათვალისწინებით. - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მინიმუმ 1 ავტოსადგომი:
ა) საცხოვრებელი ფუნქციებისთვის – ყოველ 100 მ2-ზე;
ბ) სამაყურებლო დარბაზისათვის – ყოველ 15 ერთეულ ადგილზე;
გ) სასტუმროსა და ადმინისტრაციული ობიექტებისათვის – ყოველ 150 მ2-ზე;
დ) სავაჭრო ცენტრებისათვის – ყოველ 60 მ2-ზე;
ე) კაფე და რესტორნისათვის – ყოველ 30 მ2-ზე;
ვ) სამედიცინო ობიექტებისათვის – ყოველ 50 მ2-ზე;
ზ) სასაფლაოებისათვის – ყოველ 500 მ2-ზე, მაგრამ არანაკლებ 30 ადგილისა;
თ) პარკები/სკვერები და სხვა მსგავსი საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტებისათვის – ყოველ 60 მ2-ზე. - უპირატესობა ენიჭება მიწისქვეშა ავტოსადგომებს. შესაძლებლობის შემთხვევაში მიწისქვეშა
ავტოსადგომების მოწყობა სავალდებულოა. - განაშენიანების გეგმით/განაშენიანების დეტალური გეგმით, ქალაქთმშენებლობითი საჭიროების
საფუძველზე, შესაძლებელია შენობიდან გამოიყოს ისეთი არასრული სართული ან/და არასრული სართულის
ნაწილი, რომელიც განკუთვნილი იქნება მხოლოდ ავტოსადგომებისთვის. ასეთ სართულებს შეიძლება ასევე
მიეკუთვნებოდეს ზედა სართულები. - განაშენიანების გეგმით/განაშენიანების დეტალური გეგმით შეიძლება დადგინდეს, რომ კონკრეტულ
ზონაში დაუშვებელია ან შეზღუდულია ავტოსადგომების მოწყობა. - წინამდებარე მუხლით განსაზღვრული ავტოსადგომების ადგილების აუცილებელი რაოდენობის მოთხოვნა
არ ვრცელდება:
ა) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის
დადგენილებით განსაზღვრულ I კლასის ობიექტებზე;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში. - თუ მიწის ნაკვეთზე წარმოდგენილია შერეული ფუნქციის ობიექტები ან მისი ნაწილები, ავტოსადგომების
აუცილებელი რაოდენობა უნდა შეადგენდეს თითოეული ფუნქციისათვის განსაზღვრული რაოდენობების
ჯამს. - ამ მუხლით განსაზღვრული აუცილებელი ავტოსადგომი უნდა განთავსდეს სამშენებლო მიწის ნაკვეთის
საზღვრებში. - მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მიწის ნაკვეთის საზღვრებში აკრძალულია ავტოსატრანსპორტო
საშუალების შენახვისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, მათი რეკონსტრუქცია ან/და
ფუნქციის ცვლილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ავტოსადგომების მშენებლობა განხორციელდება რელიეფის
(მიწის ქვეშა ავტოსადგომები) ან/და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გამოყენებით და ამით ხელი არ
შეეშლება მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო, გასართობ-დასასვენებელი მიზნებით გამოყენებას. - ავტოსადგომების რეგულირებასთან დაკავშირებული გამონაკლისები ან /და დამატებითი პირობები
დგინდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტით.
პროექტირება
- არქიტექტურული პროექტის მომზადება
- ტოპოგრაფია
- გეოლოგია
- კონსტრუქცია
- ენერგოეფექტურობა
- მშენებლობის ორგანიზების პროექტი
დარეკვა
595 156 179
აზომვა
- ნაკვეთის აზომვითი ნახაზები
- შიდა აზომვითი ნახაზები
- დაკვალვა – საზღვრების დადგენა
- წითელი ხაზების დადგენა
- მიწის და შენობის გამიჯვნა / გაერთიანება
- აეროგადაღება დრონით
დარეკვა
595 156 179
მომსახურება
- მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა
- არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
- მშენებლობის ნებართვის მიღება
- დემონტაჟის ნებართვის მიღება
- უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზება
დარეკვა
595 156 179