- ამ თავის მიზანია მიჯნის ზონის რეგულირება და ძირითადი ფუნქციის შენობის დამხმარე შენობა-
ნაგებობათა განთავსების წესის დადგენა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს როგორც განაშენიანების
დეტალური გეგმის შემუშავებისას, ისე ცალკეული გადაწყვეტილებების მიღებისას. - ამ თავის მიზნებისთვის:
ა) მიწის ნაკვეთის საზღვარი არის ორი სახის: საზოგადოებრივი საზღვარი და სამეზობლო საზღვარი;
ბ) მიწის ნაკვეთის საზღვრის ორი ერთმანეთის მოსაზღვრე (გადამკვეთი) საზღვარი, რომლებიც ერთმანეთთან
ქმნიან 160 გრადუსიდან 180 გრადუსამდე კუთხეს, წარმოადგენს მიწის ნაკვეთის საზღვრის ერთ მხარეს. ასეთ
შემთხვევაში, უპირატესი არის უფრო გრძელი მონაკვეთი;
გ) შესაბამისი საზღვრის მხარეს განთავსებულად ითვლება შენობის ყველა ის საანგარიშო ზედაპირი,
რომელიც საზღვრის წარმოსახვით ვერტიკალურ სიბრტყესთან ქმნის ნულიდან 45 გრადუსის ჩათვლით
კუთხეს;
დ) შენობის განთავსებისას ერთ შენობად ითვლება შენობა, რომელსაც გააჩნია დამოუკიდებლად მომუშავე
საძირკვლის კონსტრუქციული სისტემა;
ე) ამ თავის მიზნებისთვის შესაძლებელია დადგინდეს განაშენიანების რეგულირების ხაზი (ლურჯი ხაზი) და
განაშენიანების სავალდებულო ხაზი (წითელი ხაზი). - დაუშვებელია ერთი შენობის ერთზე მეტ მიწის ნაკვეთზე განთავსება.
- იმ შემთხვევაში, როდესაც შენობის საანგარიშო ზედაპირი წარმოადგენს არაერთგვაროვან სიბრტყეს, მაშინ
მიჯნის ზონა იანგარიშება შესაბამის საზღვრის მხარეს არსებული შენობის უახლოესი წერტილიდან. - მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსებისას და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრისას, თუ
კონკრეტულ საკითხს არეგულირებს ამ თავით განსაზღვრული რამდენიმე ნორმა, უპირატესად მოქმედებს ის,
რომელიც უფრო მკაცრ შეზღუდვებს აწესებს. - ამ თავით დადგენილი მოთხოვნების დაცვის ვალდებულება არ ვრცელდება სპეციალური დანიშნულების
ნაგებობების მიმართ. სპეციალური დანიშნულების ნაგებობის განთავსების პირობები და მათი მაქსიმალური
სიმაღლეები განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. - კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მოქმედებს ამ ზონისთვის შესაბამისი კანონმდებლობით
ან/და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნები.
პროექტირება
- არქიტექტურული პროექტის მომზადება
- ტოპოგრაფია
- გეოლოგია
- კონსტრუქცია
- ენერგოეფექტურობა
- მშენებლობის ორგანიზების პროექტი
დარეკვა
595 156 179
აზომვა
- ნაკვეთის აზომვითი ნახაზები
- შიდა აზომვითი ნახაზები
- დაკვალვა – საზღვრების დადგენა
- წითელი ხაზების დადგენა
- მიწის და შენობის გამიჯვნა / გაერთიანება
- აეროგადაღება დრონით
დარეკვა
595 156 179
მომსახურება
- მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა
- არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
- მშენებლობის ნებართვის მიღება
- დემონტაჟის ნებართვის მიღება
- უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზება
დარეკვა
595 156 179