- ქალაქში, გარდა კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონისა, მიწის ნაკვეთზე ახალი მშენებლობა
ან/და მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ისეთი რეკონსტრუქცია, რომელიც ზრდის
შენობა-ნაგებობის არსებულ პარამეტრებს, ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის
სათანადოდ არის/იქნება უზრუნველყოფილი მისასვლელი საავტომობილო გზით, მათ შორის,
სერვიტუტის გამოყენებით. - კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მიწის ნაკვეთის ინფრასტრუქტურით
უზრუნველყოფა ხორციელდება შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. - შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყალმომარაგების, წყალარინებისა და
სანიაღვრე ქსელებით, კავშირგაბმულობის ხაზებით და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით
უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. - მშენებლობის ნებართვის გაცემის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო ამ
კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას 10
სამუშაო დღის ვადაში უგზავნის ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის, ბუნებრივი აირის
გამანაწილებელი ქსელის, წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის (მათი არსებობის შემთხვევაში)
მფლობელ კომპანიებს და სანიაღვრე ქსელის მფლობელს (იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობის
ნებართვის გამცემი და სანიაღვრე ქსელის მფლობელი სხვადასხვა პირია). ეს ნაწილი არ ვრცელდება იმ
მუნიციპალიტეტზე, სადაც მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის წესია
დადგენილი.
პროექტირება
- არქიტექტურული პროექტის მომზადება
- ტოპოგრაფია
- გეოლოგია
- კონსტრუქცია
- ენერგოეფექტურობა
- მშენებლობის ორგანიზების პროექტი
დარეკვა
595 156 179
აზომვა
- ნაკვეთის აზომვითი ნახაზები
- შიდა აზომვითი ნახაზები
- დაკვალვა – საზღვრების დადგენა
- წითელი ხაზების დადგენა
- მიწის და შენობის გამიჯვნა / გაერთიანება
- აეროგადაღება დრონით
დარეკვა
595 156 179
მომსახურება
- მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა
- არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
- მშენებლობის ნებართვის მიღება
- დემონტაჟის ნებართვის მიღება
- უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზება
დარეკვა
595 156 179