მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის
თანდართული დოკუმენტები

  1. სანებართვო განაცხადი უნდა მოიცავდეს:
    ა) ინფორმაციას მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის (არსებობის შემთხვევაში) საკუთრების შესახებ;
    ბ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-
    სამართლებრივ აქტს ან ინფორმაციას განაშენიანების დეტალური გეგმის შესახებ;
    გ) წინასაპროექტო კვლევის შედეგებს;
    დ) არქიტექტურულ პროექტს;
    ე) მშენებლობის ორგანიზების პროექტს;
    ვ) წინასწარ გადაწყვეტილებას (არსებობის შემთხვევაში);
    ზ) საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას, კონსტრუქციულ სქემას/პროექტს, ხოლო საჭიროების
    შემთხვევაში − აგრეთვე ტექნოლოგიურ სქემას/პროექტს;
    თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − არქიტექტურული პროექტის,
    საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის, კონსტრუქციული სქემის/პროექტის, ხოლო საჭიროების
    შემთხვევაში − აგრეთვე ტექნოლოგიური სქემის/პროექტის თაობაზე აკრედიტებული ინსპექტირების
    ორგანოს ან/და სერტიფიცირებული ექსპერტის დასკვნას;
    ი) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;
    კ) საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს.
  2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დოკუმენტების მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება
    საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.
  3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები არ მოითხოვება, თუ
    დაგეგმილი მშენებლობა არ იწვევს არსებული შენობა-ნაგებობის განაშენიანების ძირითადი
    პარამეტრების და გამოყენების სახეობის ცვლილებას. ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს
    ამ კოდექსის 85-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
  4. სამსტადიიანი წარმოების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული
    დოკუმენტების გარდა, დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს ამ კოდექსის 108-ე მუხლის საფუძველზე
    მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არქიტექტურული პროექტის
    შეთანხმების შესახებ. აღნიშნულ შემთხვევაში ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „გ“, „ვ“ და „თ“
    ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები არ მოითხოვება.
  5. თუ მშენებლობის ნებართვის მიღება დაკავშირებულია ისეთ მშენებლობასთან, რომლით
    გათვალისწინებული საქმიანობაც ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით
    განსაზღვრული პროცედურების განხორციელებას, მშენებლობის ნებართვის მაძიებელი შესაბამისი
    გადაწყვეტილების მიღების მიზნით მიმართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
    მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − გარემოს
    ეროვნულ სააგენტოს. ამ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მაძიებელმა მშენებლობის ნებართვის
    გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ მუხლით განსაზღვრული სანებართვო დოკუმენტაციის გარდა,
    აღნიშნული გადაწყვეტილებაც უნდა წარუდგინოს.
  6. სანებართვო განაცხადში უნდა მიეთითოს აგრეთვე იმის შესახებ ინფორმაცია, თუ რომელი
    ტექნიკური რეგლამენტი ან/და სტანდარტი იქნა გამოყენებული სანებართვო დოკუმენტაციის
    შედგენისას.
  7. II−IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის
    დეტალური ჩამონათვალი და შინაარსი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი
    აქტით.
  8. მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სანებართვო დოკუმენტაცია ან მისი ნაწილი
    შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით.

პროექტირება

  • არქიტექტურული პროექტის მომზადება
  • ტოპოგრაფია
  • გეოლოგია
  • კონსტრუქცია
  • ენერგოეფექტურობა
  • მშენებლობის ორგანიზების პროექტი

აზომვა

  • ნაკვეთის აზომვითი ნახაზები
  • შიდა აზომვითი ნახაზები
  • დაკვალვა – საზღვრების დადგენა
  • წითელი ხაზების დადგენა
  • მიწის და შენობის გამიჯვნა / გაერთიანება
  • აეროგადაღება დრონით

მომსახურება

  • მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა
  • არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
  • მშენებლობის ნებართვის მიღება
  • დემონტაჟის ნებართვის მიღება
  • უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზება

• არქიტექტურული პროექტი • ტოპოგრაფია • აზომვითი ნახაზი • გამიჯვნა • გაერთიანება • დაკვალვა • გაპის საბუთები • გეოლოგია • კონსტრუქცია

მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების, უწყებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის, მითითებით განსაზღვრული ვადის დინების შეჩერებისა და დადგენილების გასაჩივრების წესები