სამშენებლო სანებართვო პირობები

მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სამშენებლო/სანებართვო
პირობები:
ა) სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე იქონიოს სამშენებლო დოკუმენტაციის
სათანადოდ დამოწმებული ეგზემპლარი;
ბ) აწარმოოს მშენებლობა მშენებლობის ნებართვით განსაზღვრულ ვადებში;
გ) აწარმოოს მშენებლობა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან/და განაშენიანების
დეტალური გეგმის მოთხოვნების დარღვევის გარეშე;
დ) აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო დოკუმენტაციის დარღვევის გარეშე;
ე) აწარმოოს მშენებლობა ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნათა დაცვით;
ვ) შეადგინოს მშენებლობის (ზედამხედველობის) ეტაპის დასრულების ოქმი, გარდა ინდივიდუალური
საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შემთხვევისა;
ზ) უზრუნველყოს ძირითადი კონსტრუქციული სისტემისა და ექსტერიერის სამშენებლო სამუშაოების
დასრულება, ხოლო III-IV კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში დამატებით უზრუნველყოს

ინტერიერის საერთო ან/და საზოგადოებრივი სარგებლობის ნაწილების, ლოკალური საერთო
სარგებლობის საინჟინრო კომუნიკაციების ქსელებისა და მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მოწყობის
სამუშაოების დასრულება;
თ) ახალი მშენებლობისა და შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის შემთხვევაში, მშენებლობის
ნებართვის ვადის გასვლიდან 6 თვის ვადაში ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად
აღიარებისთვის მომზადებული შენობა-ნაგებობა წარადგინოს უფლებამოსილ ორგანოში ვარგისად
აღიარებაზე;
ი) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და თანამდებობის პირის მოთხოვნისთანავე,
გააცნოს მას სამშენებლო დოკუმენტაცია;
კ) კოდექსის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისას მშენებლობის
ნებართვის მფლობელს დაეკისრება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.სამშენებლო/სანებართვო პირობების შესრულება ხორციელდება ამ წესისა და საქართველოში
მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად.სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მშენებლობის (ზედამხედველობის) ეტაპების
რიგითობის დაცვა სავალდებულოა.მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმს ხელს აწერენ მშენებლობის ნებართვის მფლობელი
და სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სხვა უფლებამოსილი პირი.II, III და IV კლასებს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის (გარდა ინდივიდუალური
საცხოვრებელი სახლის მშენებლობისა) ეტაპის დასრულების შესახებ შედგენილი ოქმი,
სამშენებლო/სანებართვო პირობებით დადგენილი მორიგი ეტაპის დასრულებამდე, წერილობითი
სახით უნდა წარედგინოს შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარებაზე უფლებამოსილ შესაბამის ორგანოს,
რომელიც მხოლოდ ამ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ არის იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი.მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმის შედგენის სისწორისათვის პასუხისმგებლობა
ეკისრება ოქმის შემდგენელ პირს.

პროექტირება

  • არქიტექტურული პროექტის მომზადება
  • ტოპოგრაფია
  • გეოლოგია
  • კონსტრუქცია
  • ენერგოეფექტურობა
  • მშენებლობის ორგანიზების პროექტი

აზომვა

  • ნაკვეთის აზომვითი ნახაზები
  • შიდა აზომვითი ნახაზები
  • დაკვალვა – საზღვრების დადგენა
  • წითელი ხაზების დადგენა
  • მიწის და შენობის გამიჯვნა / გაერთიანება
  • აეროგადაღება დრონით

მომსახურება

  • მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა
  • არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
  • მშენებლობის ნებართვის მიღება
  • დემონტაჟის ნებართვის მიღება
  • უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზება

• არქიტექტურული პროექტი • ტოპოგრაფია • აზომვითი ნახაზი • გამიჯვნა • გაერთიანება • დაკვალვა • გაპის საბუთები • გეოლოგია • კონსტრუქცია