ამ კოდექსის მიზნებისთვის საქართველოს ტერიტორიული ზღვა (წყლები) და საქართველოს
განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა განიმარტება „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად.საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმა შესაძლებელია მოიცავდეს საქართველოს
ტერიტორიული ზღვის (წყლების) და საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სივრცის
დაგეგმარების გეგმებს. ეს გეგმები შეიძლება მოიცავდეს აღნიშნული ზონების ფარგლებში ზღვის
ცოცხალი და არაცოცხალი ბუნებრივი რესურსების მოპოვებისა და გამოყენების ადგილებს,
ხელოვნური გარემოს ჩამოყალიბების, გარემოს დაცვის სპეციალური რეჟიმის, აკვაკულტურის,
ტურისტული განვითარებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელებისთვის განკუთვნილ
ტერიტორიებს.საქართველოს ტერიტორიული ზღვის (წყლების) და საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური
ზონის სივრცის დაგეგმარების გეგმების შემუშავება და დამტკიცება ხდება საქართველოს სივრცის
დაგეგმარების გეგმისათვის დადგენილი წესით.
პროექტირება
- არქიტექტურული პროექტის მომზადება
- ტოპოგრაფია
- გეოლოგია
- კონსტრუქცია
- ენერგოეფექტურობა
- მშენებლობის ორგანიზების პროექტი
აზომვა
- ნაკვეთის აზომვითი ნახაზები
- შიდა აზომვითი ნახაზები
- დაკვალვა – საზღვრების დადგენა
- წითელი ხაზების დადგენა
- მიწის და შენობის გამიჯვნა / გაერთიანება
- აეროგადაღება დრონით
მომსახურება
- მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა
- არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
- მშენებლობის ნებართვის მიღება
- დემონტაჟის ნებართვის მიღება
- უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზება