მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა

  1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილ ვადაში მიწის
    ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებასთან ან/და არქიტექტურული პროექტის
    შეთანხმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში (მათ შორის, ორსტადიიან წარმოებაში)
    მშენებლობის ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ საჭიროების შემთხვევაში
    შესაძლებელია ჩართოს სხვა ადმინისტრაციული ორგანო.
  2. სხვა ადმინისტრაციული ორგანო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების
    დამტკიცებასთან დაკავშირებით დასმულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი განცხადების
    წარდგენიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა და ამ გადაწყვეტილებას წარუდგენს მშენებლობის
    ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამ მუხლით განსაზღვრული ვადა არ შედის ამ
    კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში.
  3. სხვა ადმინისტრაციული ორგანო 10 სამუშაო დღის ვადაში შეისწავლის არქიტექტურული პროექტის
    მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებთან შესაბამისობას და ამზადებს შესაბამის
    დასკვნას, რომელიც წარედგინება მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ეს
    ვადა არ შედის ამ კოდექსის 107-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 108-ე მუხლის მე-3 ნაწილით
    განსაზღვრულ ვადებში.

პროექტირება

  • არქიტექტურული პროექტის მომზადება
  • ტოპოგრაფია
  • გეოლოგია
  • კონსტრუქცია
  • ენერგოეფექტურობა
  • მშენებლობის ორგანიზების პროექტი

აზომვა

  • ნაკვეთის აზომვითი ნახაზები
  • შიდა აზომვითი ნახაზები
  • დაკვალვა – საზღვრების დადგენა
  • წითელი ხაზების დადგენა
  • მიწის და შენობის გამიჯვნა / გაერთიანება
  • აეროგადაღება დრონით

მომსახურება

  • მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა
  • არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
  • მშენებლობის ნებართვის მიღება
  • დემონტაჟის ნებართვის მიღება
  • უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზება

• არქიტექტურული პროექტი • ტოპოგრაფია • აზომვითი ნახაზი • გამიჯვნა • გაერთიანება • დაკვალვა • გაპის საბუთები • გეოლოგია • კონსტრუქცია