სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობა

  1. სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
    პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების
    გაუთვალისწინებლობა (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა) გამოიწვევს დაჯარიმებას:
    ა) თვითმმართველ ქალაქში, საკურორტო ტერიტორიაზე ან ტურისტულ ზონაში:
    ა.ა) I კლასის (საჯარო/საზოგადოებრივი დანიშნულების) შენობა-ნაგებობისათვის – 3 000 ლარის
    ოდენობით;
    ა.ბ) II კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 5 000 ლარის ოდენობით;
    ა.გ) III კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 12 000 ლარის ოდენობით;
    ა.დ) IV კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 20 000 ლარის ოდენობით;
    ბ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში:
    ბ.ა) I კლასის (საჯარო/საზოგადოებრივი დანიშნულების) შენობა-ნაგებობისათვის – 1 000 ლარის
    ოდენობით;
    ბ.ბ) II კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 2 000 ლარის ოდენობით;
    ბ.გ) III კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 5 000 ლარის ოდენობით;
    ბ.დ) IV კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 10 000 ლარის ოდენობით;
    გ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში:
    გ.ა) I კლასის (საჯარო/საზოგადოებრივი დანიშნულების) შენობა-ნაგებობისათვის – 200 ლარის
    ოდენობით;
    გ.ბ) II კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 500 ლარის ოდენობით;
    გ.გ) III კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 1 000 ლარის ოდენობით;
    გ.დ) IV კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 3 000 ლარის ოდენობით.
  2. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამ მუხლის პირველი ნაწილით
    გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების
    მიღებასთან ერთად წერილობით აფრთხილებს სამშენებლო სამართალდამრღვევს მშენებლობის
    შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ და
    გეგმარებით ელემენტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის თაობაზე და დარღვევის
    გამოსასწორებლად აძლევს არანაკლებ 30-დღიან ვადას.
  3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს
    დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
  4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაწესები გამოიყენება მშენებლობის
    შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ და
    გეგმარებით ელემენტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფამდე.

პროექტირება

  • არქიტექტურული პროექტის მომზადება
  • ტოპოგრაფია
  • გეოლოგია
  • კონსტრუქცია
  • ენერგოეფექტურობა
  • მშენებლობის ორგანიზების პროექტი

აზომვა

  • ნაკვეთის აზომვითი ნახაზები
  • შიდა აზომვითი ნახაზები
  • დაკვალვა – საზღვრების დადგენა
  • წითელი ხაზების დადგენა
  • მიწის და შენობის გამიჯვნა / გაერთიანება
  • აეროგადაღება დრონით

მომსახურება

  • მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა
  • არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
  • მშენებლობის ნებართვის მიღება
  • დემონტაჟის ნებართვის მიღება
  • უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზება

• არქიტექტურული პროექტი • ტოპოგრაფია • აზომვითი ნახაზი • გამიჯვნა • გაერთიანება • დაკვალვა • გაპის საბუთები • გეოლოგია • კონსტრუქცია