გამოყენების სახეობის დასაშვებობის ზოგადი პირობები

  1. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია აიკრძალოს ან შეიზღუდოს შესაბამისი ქვეზონისათვის ამ
    ძირითადი დებულებების მე-6-მე-19 მუხლებით ნებადართული გამოყენების სახეობა ან/და
    ობიექტები/სივრცეები, თუ იგი მისი მდებარეობით, სივრცითი წყობის, მოცულობითა და ფუნქციური
    დანიშნულებით ეწინააღმდეგება ქვეზონის თავისებურებას, არსებულ განაშენიანებას ან/და სამეზობლო
    ინტერესების დაცვის პრინციპს.
  2. ცალკეულ შემთხვევებში შესაბამისი ქვეზონისათვის ამ ძირითადი დებულებების მე-6-მე-15 მუხლების მე-3
    პუნქტებით დაშვებული საგამონაკლისო მშენებლობა დასაშვებია, თუ იგი მისი მდებარეობით, სივრცითი
    წყობის, მოცულობითა და ფუნქციური დანიშნულებით არ ეწინააღმდეგება ქვეზონის თავისებურებას,
    არსებულ განაშენიანებას ან/და სამეზობლო ინტერესების დაცვის პრინციპს.
  3. ნებადართული გამოყენების სახეობის ან/და მე-18-მე-19 მუხლებით გათვალისწინებული
    ობიექტების/სივრცეების გარდა, შესაძლებელია დაემატოს სხვა სახეობა/სივრცე/ობიექტი, თუ იგი მისი
    მდებარეობით, მოცულობით, სივრცითი წყობის და ფუნქციური დანიშნულებით არ ეწინააღმდეგება
    ქვეზონის თავისებურებას, არსებულ განაშენიანებას ან/და სამეზობლო ინტერესების დაცვის პრინციპს.
  4. ამ მუხლის მიზნებისთვის, ცალკეული გადაწყვეტილების მიღებისას, აგრეთვე გათვალისწინებული უნდა
    იქნეს ამ სფეროს და მომიჯნავე კანონმდებლობის მოთხოვნები.

პროექტირება

  • არქიტექტურული პროექტის მომზადება
  • ტოპოგრაფია
  • გეოლოგია
  • კონსტრუქცია
  • ენერგოეფექტურობა
  • მშენებლობის ორგანიზების პროექტი

აზომვა

  • ნაკვეთის აზომვითი ნახაზები
  • შიდა აზომვითი ნახაზები
  • დაკვალვა – საზღვრების დადგენა
  • წითელი ხაზების დადგენა
  • მიწის და შენობის გამიჯვნა / გაერთიანება
  • აეროგადაღება დრონით

მომსახურება

  • მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა
  • არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
  • მშენებლობის ნებართვის მიღება
  • დემონტაჟის ნებართვის მიღება
  • უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზება

• არქიტექტურული პროექტი • ტოპოგრაფია • აზომვითი ნახაზი • გამიჯვნა • გაერთიანება • დაკვალვა • გაპის საბუთები • გეოლოგია • კონსტრუქცია