- სამშენებლო ტერიტორიებზე შესაბამისი ფუნქციით გათვალისწინებული მშენებლობის გარდა, შეიძლება
ნებადართულ იქნეს:
ა) ქვეზონის ან/და ამ ქვეზონაში ნებადართული შენობა-ნაგებობის ფუნქციონირებისათვის საჭირო ამ
ძირითადი დებულებების IV თავით განსაზღვრული ხაზობრივი ნაგებობა და მისი ფუნქციონირებისთვის
საჭირო შენობა-ნაგებობა (სახანძრო-სამაშველო მომსახურების ობიექტები, პოლიცია, სასწრაფო და სხვა
მსგავსი ობიექტები);
ბ) ქვეზონის ან/და ამ ქვეზონაში ნებადართული შენობა-ნაგებობის ფუნქციონირებისათვის საჭირო
დროებითი შენობა-ნაგებობა, რომლის არსებობაც დასაშვებია მხოლოდ მთავარ ობიექტთან ერთად;
გ) ქვეზონის ან/და ამ ქვეზონაში ნებადართული/არსებული შენობა-ნაგებობის ფუნქციონირებისათვის ან სხვა
საქმიანობისთვის საჭირო დანადგარი ან/და ტექნიკური მოწყობილობა;
დ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის განსახორციელებლად საჭირო ობიექტები;
ე) განახლებადი ენერგიისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა;
ვ) ისეთი საერთო სარგებლობის სივრცეების და ობიექტების არსებობა (სკვერი, ბაღი, პარკი, სათამაშო
ადგილები და სხვ.), რომელიც განსაზღვრულია ამ ძირითადი დებულებების IV თავით და ემსახურება ამ
ქვეზონის სიცოცხლისუნარიანობასა და ნორმალურ ფუნქციონირებას;
ზ) სარეკლამო და საინფორმაციო ბანერები. - ამ მუხლით გათვალისწინებული ობიექტების/სივრცეების მშენებლობა/განთავსება დასაშვებია, თუ იგი არ
ეწინააღმდეგება ამ ძირითადი დებულებებით/ქალაქთმშენებლობითი გეგმებით დადგენილი ქვეზონის
თავისებურებას და ხელს არ უშლის მის ფუნქციონირებას სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური
ნორმების დაცვით, აგრეთვე ამ ძირითადი დებულებების მე-20 მუხლით. - განაშენიანების გეგმით/განაშენიანების დეტალური გეგმით შეიძლება შეიზღუდოს ან საერთოდ აიკრძალოს
ქვეზონაში დამხმარე ობიექტების არსებობა.
პროექტირება
- არქიტექტურული პროექტის მომზადება
- ტოპოგრაფია
- გეოლოგია
- კონსტრუქცია
- ენერგოეფექტურობა
- მშენებლობის ორგანიზების პროექტი
დარეკვა
595 156 179
აზომვა
- ნაკვეთის აზომვითი ნახაზები
- შიდა აზომვითი ნახაზები
- დაკვალვა – საზღვრების დადგენა
- წითელი ხაზების დადგენა
- მიწის და შენობის გამიჯვნა / გაერთიანება
- აეროგადაღება დრონით
დარეკვა
595 156 179
მომსახურება
- მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა
- არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
- მშენებლობის ნებართვის მიღება
- დემონტაჟის ნებართვის მიღება
- უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზება
დარეკვა
595 156 179