1. ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარება ნიშნავს დასრულებული მშენებლობის
სამშენებლო/სანებართვო პირობებთან შესაბამისობის საბოლოო დადგენას.
2. ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებას არ ექვემდებარება:
ა) I კლასს მიკუთვნებული მშენებლობა;
ბ) ექსტერიერის რეკონსტრუქცია (სადაც ესთეტიკური პარამეტრები არ რეგულირდება);
გ) საინჟინრო კომუნიკაციების ქსელების რეკონსტრუქცია ;
დ) დემონტაჟი.
3. განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარება
შესაძლებელია, თუ წარმოებული მშენებლობის შედეგად შესრულდა და არ არის დარღვეული
სამშენებლო/სანებართვო პირობებით განსაზღვრული ვალდებულებები.
4. შენობა-ნაგებობების კომპლექსის დამოუკიდებელი (კონსტრუქციულად და ფუნქციურად) ობიექტი,
რომელის მშენებლობაც დასრულებულია სამშენებლო/სანებართვო პირობების შესაბამისად,
შესაძლებელია აღიარებული იქნეს ვარგისად ექსპლუატაციაში მიღებისათვის, თუ
განხორციელებულია ძირითადი რიგის სამუშაოები, დარღვეული არ არის სამშენებლო/სანებართვო
პირობები და შესაძლებელია სამუშაოთა გაგრძელება მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დაცვით,
მომხმარებელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობით, რაზეც პასუხისმგებელია მშენებლობის
ნებართვის მფლობელი და სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სხვა პირები.
პროექტირება
- არქიტექტურული პროექტის მომზადება
- ტოპოგრაფია
- გეოლოგია
- კონსტრუქცია
- ენერგოეფექტურობა
- მშენებლობის ორგანიზების პროექტი
აზომვა
- ნაკვეთის აზომვითი ნახაზები
- შიდა აზომვითი ნახაზები
- დაკვალვა – საზღვრების დადგენა
- წითელი ხაზების დადგენა
- მიწის და შენობის გამიჯვნა / გაერთიანება
- აეროგადაღება დრონით
მომსახურება
- მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა
- არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
- მშენებლობის ნებართვის მიღება
- დემონტაჟის ნებართვის მიღება
- უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზება