წინასაპროექტო კვლევის საფუძვლები და სახეები

წინასაპროექტო კვლევის ჩატარების მიზანია მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის ფიზიკური
პირობებისა და მახასიათებლების გარემოზე ზემოქმედების ფაქტორების განსაზღვრა და მათი
ცვლილებების პროგნოზირება.წინასაპროექტო კვლევა უნდა განხორციელდეს:
ა) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენისთვის;
ბ) არქიტექტურული პროექტის შედგენისათვის;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.წინასაპროექტო კვლევა ტარდება კოდექსის 103-ე, 106-ე და 108-ე მუხლების მიზნებისთვის.ამ მუხლის მიზნებისთვის წინასაპროექტო კვლევა შეიძლება იყოს შემდეგი სახის:
ა) ტოპოგრაფიული კვლევა:
ბ) არსებული შენობა-ნაგებობის ფიზიკური მდგომარეობის კვლევა;
გ) განაშენიანების კვლევა;
დ) დოკუმენტური კვლევა;
ე) მომიჯნავე შენობა-ნაგებობაზე ზეგავლენის კვლევა;
ვ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა.ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი კვლევის ჩატარება II-IV კლასის შენობა-
ნაგებობის მშენებლობისას სავალდებულოა (გარდა ისეთი სახის რეკონსტრუქციისა, რომელიც
საპროექტო ნაკვეთზე არ ცვლის ტოპოგრაფიულ სურათს).ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი კვლევის ჩატარება II-IV კლასის შენობა-
ნაგებობის რეკონსტრუქციისას სავალდებულოა.

ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი კვლევის ჩატარება სავალდებულოა იმ
შემთხვევაში, თუ შესაბამის მიწის ნაკვეთზე არ მოქმედებს განაშენიანების დეტალური გეგმა. ასეთი
კვლევა ტარდება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის პროცესში.ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კვლევის საჭიროებას ცალკეულ
შემთხვევაში შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე ადგენს ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული
ორგანო.ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კვლევის ჩატარება სავალდებულოა, თუ
შენობა-ნაგებობის მშენებლობა დაგეგმილია ჩამოყალიბებული განაშენიანებით შეზღუდულ
პირობებში (ახალი მშენებლობისა და მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია), III კლასის შენობა-
ნაგებობის შემთხვევაში – სამშენებლო მოედნის 10 მეტრის რადიუსში, ხოლო IV კლასის შენობა-
ნაგებობის შემთხვევაში – 20 მეტრის რადიუსში, ასევე სხვა ლეგიტიმური საფუძვლის არსებობისას,
რათა გამოირიცხოს დაგეგმილი მშენებლობით მიწის ნაკვეთის მომიჯნავე შენობა-ნაგებობების
კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება.ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კვლევის ჩატარება სავალდებულოა II-IV
კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში. საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შინაარსი
განისაზღვრება ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად.წინასაპროექტო კვლევის ჩატარების საჭიროების, შემადგენლობის, მოცულობისა და მეთოდის
განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე უკვე არსებული ინფორმაცია.

პროექტირება

  • არქიტექტურული პროექტის მომზადება
  • ტოპოგრაფია
  • გეოლოგია
  • კონსტრუქცია
  • ენერგოეფექტურობა
  • მშენებლობის ორგანიზების პროექტი

აზომვა

  • ნაკვეთის აზომვითი ნახაზები
  • შიდა აზომვითი ნახაზები
  • დაკვალვა – საზღვრების დადგენა
  • წითელი ხაზების დადგენა
  • მიწის და შენობის გამიჯვნა / გაერთიანება
  • აეროგადაღება დრონით

მომსახურება

  • მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა
  • არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
  • მშენებლობის ნებართვის მიღება
  • დემონტაჟის ნებართვის მიღება
  • უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზება

• არქიტექტურული პროექტი • ტოპოგრაფია • აზომვითი ნახაზი • გამიჯვნა • გაერთიანება • დაკვალვა • გაპის საბუთები • გეოლოგია • კონსტრუქცია