სამეზობლო მიჯნის ზონაში შეჭრა

  1. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვით, სამეზობლო მიჯნის ზონაში დასაშვებია:
    ა) შენობის საანგარიშო ზედაპირზე ან მის ნაწილზე მოწყობილი აივნის, ერკერის, შესასვლელი კიბის,
    პანდუსის მოწყობა, მათი გადახურვა ნალექებისაგან მათი დაცვის მიზნით, აგრეთვე, სხვა მსგავსი
    არქიტექტურულ-კონსტრუქციული ნაწილების შეჭრა, თუ ამ ნაწილების კიდიდან სამეზობლო საზღვრამდე
    პერპენდიკულარული მანძილი შეადგენდეს არანაკლებ 2.1 მეტრს.
    ბ) დამხმარე შენობა-ნაგებობის (მაგალითად: ავტოსადგომი, ტერასები, საბავშვო ღია სათამაშო მოედნები,
    ინვენტარის შესანახი სათავსო, ფარდული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მათ შორის, შინაური
    ცხოველებისა და ფრინველთა სადგომები დასახლებათა იმ ზონებში, სადაც ასეთი ნებადართულია და სხვა
    მსგავსი ტიპის შენობა-ნაგებობები) განთავსება, რომლის სიმაღლე გრუნტის ზედაპირიდან არ აღემატება 3,0
    მეტრს, ხოლო ქანობიანი სახურავის შემთხვევაში კეხამდე 4.0 მეტრს;
  2. თუ განაშენიანების გეგმით ან/და განაშენიანების დეტალური გეგმით, აგრეთვე საქართველოს
    კანონმდებლობის საფუძველზე, სავალდებულოა ან ნებადართულია შენობა-ნაგებობის მიწის ნაკვეთის
    მიჯნის ზონაში განთავსება, მათზე ვრცელდება ამ წესით დადგენილი, მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების
    და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრის პირობები.
  3. მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში განთავსებულად ითვლება შენობა ან მისი ნაწილი, რომელიც სამეზობლო
    საზღვრიდან 3.0 მეტრზე ნაკლები მანძილით არის დაშორებული.

პროექტირება

  • არქიტექტურული პროექტის მომზადება
  • ტოპოგრაფია
  • გეოლოგია
  • კონსტრუქცია
  • ენერგოეფექტურობა
  • მშენებლობის ორგანიზების პროექტი

აზომვა

  • ნაკვეთის აზომვითი ნახაზები
  • შიდა აზომვითი ნახაზები
  • დაკვალვა – საზღვრების დადგენა
  • წითელი ხაზების დადგენა
  • მიწის და შენობის გამიჯვნა / გაერთიანება
  • აეროგადაღება დრონით

მომსახურება

  • მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა
  • არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
  • მშენებლობის ნებართვის მიღება
  • დემონტაჟის ნებართვის მიღება
  • უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზება

• არქიტექტურული პროექტი • ტოპოგრაფია • აზომვითი ნახაზი • გამიჯვნა • გაერთიანება • დაკვალვა • გაპის საბუთები • გეოლოგია • კონსტრუქცია