შენობის ახალი მშენებლობისას, ასევე არსებული შენობის მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის
შემთხვევაში, არქიტექტურული პროექტი და კონსტრუქციული სქემა/პროექტი უნდა
ითვალისწინებდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „შენობების, შენობების
ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების“ მოთხოვნებს.
შენიშვნა: მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია განმარტებული უნდა იქნეს „შენობების, შენობების
ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.არქიტექტურულ პროექტს და კონსტრუქციულ სქემას/პროექტს თან უნდა დაერთოს საექსპერტო
დასკვნა არქიტექტურული პროექტისა და კონსტრუქციული სქემის/პროექტის „შენობების, შენობების
ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებასთან შესაბამისობის თაობაზე. ექსპერტის მიმართ
მოთხოვნები განისაზღვრება „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების
ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს
კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შენობებზე.ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ამ
მოთხოვნების გამოყენება შენობის ექსპლუატაციის პერიოდში ხარჯეფექტური არ იქნება.
ხარჯეფექტურობის გამოთვლა ხორციელდება „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების
ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ხარჯოპტიმალური დონეების
გამოთვლის შედარებითი მეთოდოლოგიით“, რომელიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.ამ მუხლის მე-3 ან/და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის
გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა წარედგინოს შესაბამისი დასაბუთება.
პროექტირება
- არქიტექტურული პროექტის მომზადება
- ტოპოგრაფია
- გეოლოგია
- კონსტრუქცია
- ენერგოეფექტურობა
- მშენებლობის ორგანიზების პროექტი
აზომვა
- ნაკვეთის აზომვითი ნახაზები
- შიდა აზომვითი ნახაზები
- დაკვალვა – საზღვრების დადგენა
- წითელი ხაზების დადგენა
- მიწის და შენობის გამიჯვნა / გაერთიანება
- აეროგადაღება დრონით
მომსახურება
- მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა
- არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
- მშენებლობის ნებართვის მიღება
- დემონტაჟის ნებართვის მიღება
- უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზება