- ზელოკალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტერიტორია გულისხმობს შემდეგი სახის
ტერიტორიების და ობიექტების არსებობას:
ა) საავტომობილო ტრანსპორტის ტერიტორია (საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი საავტომობილო
გზები, სხვა, მუნიციპალური ტრანსპორტის და მთავარი გზების კარკასი და მათი გამტარი ნაგებობები);
ბ) რკინიგზა (მათ შორის, ტრამვაი, ფუნიკულიორი და მეტრო);
გ) საბაგირო;
დ) მთავარი გზები (მაგ., გზა, ბულვარი, პრომენადე);
ე) საჰაერო ტრანსპორტის ტერიტორია (აეროპორტი, აეროდრომი, ვერტოდრომი, პლანერი). - ლოკალური ტრანსპორტის ტერიტორია და მთავარი ქუჩები გულისხმობს შემდეგი სახის ტერიტორიების
და ობიექტების არსებობას:
ა) მთავარი ქუჩების კარკასი;
ბ) სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო ტერიტორია (საერთო სარგებლობის პარკინგისთვის, ქვეითთა
ზონისთვის და სხვა). - ამ მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიებზე შესაბამისად გამოყოფილ არეალებში დასაშვებია:
ა) ავტოსადგომები;
ბ) ავტოგასამართი სადგურები ან ავტოგასამართი კომპლექსები, აირგასამართი ან აირსავსები საკომპრესორო
სადგურები;
გ) გზატკეცილების გასხვისების ზოლები და სადგურები (მათ შორის აეროსადგურები, საწყლოსნო
სადგურები, ავტოსადგურები, რკინიგზის სადგურები);
დ) სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველმყოფი სხვა საზოგადოებრივი სამყოფები/სათავსები
კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) გამწვანებული გზაგამყოფები. - ამ მუხლით განსაზღვრულ გზებზე და ქუჩებზე შესაბამისად ნებადართულია/დასაშვებია ამ ძირითადი
დებულებების 30-ე მუხლით განსაზღვრული ობიექტების არსებობა. - ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებში ამ მუხლით განსაზღვრული სატრანსპორტო ობიექტების დადგენისას
გათვალისწინებული უნდა იქნას შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნები. ნაშენ გარემოში შეუსაბამობის
აღმოფხვრის საკითხი განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით.
პროექტირება
- არქიტექტურული პროექტის მომზადება
- ტოპოგრაფია
- გეოლოგია
- კონსტრუქცია
- ენერგოეფექტურობა
- მშენებლობის ორგანიზების პროექტი
დარეკვა
595 156 179
აზომვა
- ნაკვეთის აზომვითი ნახაზები
- შიდა აზომვითი ნახაზები
- დაკვალვა – საზღვრების დადგენა
- წითელი ხაზების დადგენა
- მიწის და შენობის გამიჯვნა / გაერთიანება
- აეროგადაღება დრონით
დარეკვა
595 156 179
მომსახურება
- მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა
- არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
- მშენებლობის ნებართვის მიღება
- დემონტაჟის ნებართვის მიღება
- უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზება
დარეკვა
595 156 179